განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE ________________________________ IMG.GE

ტელეკომპანია “მზის” ლოგოტიპით მაუწყებლობა დაიწყო ამავე სახელწოდების ტელევიზიამ.  ამ ეტაპზე ეთერში მხოლოდ გასართობი მიმართულების გადაცემები და მუსიკალური ვიდეოკლიპები გადის.

როგორც არხის ოფიციალურ გვერდზე მოცემულ ინფორმაციაშია ნათქვამი:ტელეკომპანია “მზე” დაარსდა 2016 წელის 2 თებერვალს

ამა წლის 28 აპრილს შპს ”იუ ტივი”-მ დამფუძნებლის და დირექტორის გადაწყვეტილებით შეიცვალა სახელწოდება და ნაცვლად შპს ”იუ ტივი”-სა ეწოდა შპს ”ტელეკომპანია მზე”. ბრენდული სახელწოდება „YOU TV “-ის ნაცვლად „ მზე “

სავარაუდოდ, ეს კავშირში არ არის 2003 წელს, ვანო ჩხარტიშვილის მიერ დაფუძნებულ ტელეკომპანია “მზესთან”, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეკრანზე დატანილია ის ლოგო, რასაც “მზე” იყენებდა.

არხის ყურება შესაძლებელია MYVIDEO.GE-ზე, ტელევიზიების კატეგორიაში.

თქვენი კომენტარი?