22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ირაკლი ღარიბაშვილმა ელენე ხოშტარიაზე ისაუბრა (ვიდეო)

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

ქალბატონი ხოშტარია და მისი პარტია, რომელსაც არავითარი ავტორიტეტი არ გააჩნია, ეწევიან დესტრუქციულ საქმიანობას, შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანებს და ჩვენ საამაყო პოლიციელებს და ვითომ ხმალამოღებით იცავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს”– ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ელენე ხოშტარიას შესახებ დასმულ კითხვას, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან, მისი ოჯახისთვის გადმორიცხულ საავტორო ჰონორარებს ეხებოდა.

“კითხვა დაუსვით ამ ადამიანებს, რა გაუკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე? ხოშტარიას ქმედება არის ძალიან მარტივი მაგალითი. ადამიანი, რომელიც რუსეთის ბიუჯეტიდან  იღებს დაფინანსებას, არავითარი პროტესტი არ უჩნდება, არავითარი დისკომფორტი არ ექმნება, რომ მიიღოს რუსული ფული, გამოდის და ფარისევლურად ჭკუას არიგებს საზოგადოებას. არ მინდა ბევრი ვისაუბრო, ხოშტარიამ მიხედოს თავის თავს”- განცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, ჟურნალისტებთან.