განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE ________________________________ IMG.GE

იურისტი, საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი, ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების შესახებ”  სოციალურ ქსელში წერს:

ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” თვითდასაქმებას ეწევა და გაუყალბებელი არჩევნების პირობებშიც გამოდის სლოგანით “ერთად მივაღწიოთ გაუყალბებელ არჩევნებს”!

2021 წლის ადგილობრივი  თვითმმართველობის წინასაარჩევნო გარემო უპრეცედენტოდ მშვიდია. 2020 წლის არჩევნების გაყალბების არცერთი წონადი ფაქტი  არ არსებობს და საერთაშორისო გამოხმაურებებიც დადებითია
მაგალითად:  „ვიზიარებთ ეუთოს შეფასებას. საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო” -აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილე, კეილ ბრაუნი;

ვიზიარებთ  ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები თავისუფლებების დაცვით ჩატარდა-ამერიკის საელჩო;

ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვანი დემოკრატიული ეტაპი გადალახა – გილოცავთ, 31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იყო ღია, გამჭვირვალე და საყოველთაოდ აღიარებული- ფილიპ ბრიდლავი…

ფაქტია, საქართველოში განახლებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიის მაღალი სტანდარტის მაჩვენებელია.

ასე იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირობებშიც და  სამართლიანი არჩევნების მოწოდება – “ერთად მივაღწიოთ გაუყალბებელ არჩევნებს”! უმიზნო და უადგილოა.

მარტივია, რაც არ ყალბდება არც გაუყალბებლობის მიღწევას საჭიროებს!

სამარცხვინოა, რომ ISFED- მა საქმეს,  გაუყალბებლად დაგედოთ პარალელური დათვლის შედეგები თავი ვერ გაართვით.

დროა ამ არჩევნებისთვის შერჩეული სლოგანი – “ერთად მივაღწიოთ გაუყალბებელ არჩევნებს”  – “ერთად მივაღწიოთ გაუყალბებელ პივიტითი” შეცვალოთ.”- წერს საჯარო მმართველობის დოქტორი, იურისტი თამთა მეგრელიშვილი.

თქვენი კომენტარი?