განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE ________________________________ IMG.GE

მაია ასათიანმა და პროფილის გუნდმა TV “პირველი” დატოვა, შესაბამისად გადაცემაც დაიხურა. ინფორმაცია თავად წამყვანმა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში:

“ვადასტურებ, რომ tv პირველი დავტოვეთ მე და ჩემმა გუნდმა. ასეთი იყო პროფილის გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება. უდიდესი მადლობა TV პირველის გუნდს გულთბილი დახვედრისთვის და ღირსეული მასპინძლობისთვის. ეს არასდროს არ დამავიწყდება. TV პირველში ჩემი მეგობრები და თანამოაზრეები მუშაობენ და ყოველთვის ვიქნები ამ ტელევიზიის მხურვალე გულშემატკივარი. უდიდესი წარმატება მათ, სამწუხაროდ ჩვენი გზები გაიყარა. ცხოვრებაა, ხდება ხოლმე”- წერს მაია ასათიანი.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რას აპირებს სამომავლოდ მაია ასათიანი.

 

თქვენი კომენტარი?