22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ჩვენ რომ ვიყოთ ხელისუფლებაში, რეფორმებიც გაკეთებული იქნებოდა, კანდიდატის სტატუსიც მიღებული გვექნებოდა,  ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი შეტანილი იქნებოდა

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

გიორგი ვაშაძის თქმით, მთელი ევროპა ეხვეწება საქართველოს, რომ ევროკავშირში შევიდეს – ამის შესახებ მან 7 ივნისს, ტვ “პირველი”-ს გადაცემა “საჯარო პოლიტიკა”-ში სტუმრობისას განაცხადა.

“დღეს ჩვენ რომ ვიყოთ ხელისუფლებაში, რეფორმებიც გაკეთებული იქნებოდა, კანდიდატის სტატუსიც მიღებული გვექნებოდა,  ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი შეტანილი იქნებოდა.

მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ თუ, მოხდა ისე, რომ დეკემბერში ჩვენ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ჩემი მართლა გულწრფელი სურვილია, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, იცოდეთ, ჩვენ ხელშია ყველაფერი, შევცვლით ხელისუფლებას? დაჩქარებული წესით რეფორმებსაც გავაკეთებთ და მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ევროკავშირის და ნატოს წევრიც გავხდებით, უკრაინის მეგობრობსაც აღვადგენთ და ვიქნებით ცივილიზებული სამყაროს წევრი”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.