განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE ________________________________ IMG.GE

85 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი ამირან ქადეიშვილი, რომელიც მაყურებელმა ქართული ფილმიდან “სიყვარული ყველას უნდა” ხირხალას პერსონაჟით გაიცნო.

ამირან ქადეიშვილი ბოლო წლებში თამაშობდა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში”, ბაქარის ბაბუის როლს.

რაც ეხება წარსულ მოღვაწეობას:

1953-1985წწ. მოღვაწეობდა ოზურგეთის წუწუნავას სახელობის თეატრში და თეატრ “ძველი სახლის” სცენაზე. 1970 წლიდან მუშაობს კინოში, სხვადასხვა ჟანრის ფილმებში.

მის მიერ შესრულებული როლებია: ნიკოია (“სემირამიდას ბაღები”, ს. დოლიძე, 1970), კვეგვე ტარბა (“მთვარის მოტაცება”, თ. მელიავა, 1973), კურა-მუჰამედი (“ციმბირელი პაპა”, გ. კალატოზიშვილი, 1973), ჭოლა (“პირველი მერცხალი”, ნ. მჭედლიძე, 1975), ნიკო (“გაქცევა გათენებისას”, ს. დოლიძე, 1975), ხირხალა (“სიყვარული ყველას უნდა”, გ. შენგელაია, მ. ჭიაურელი უმც., 1980), კობიძე (“სახლი ლესნაიაზე”, ნ. სანიშვილი, 1980), ერმილე მამალაძე (“მევლუდი”, ნ. სანიშვილი, 1985), მმართველი (“წინამორბედი”, ი. კვაჭაძე, 1988). მონაწილეობს ფილმებში: “კავკასიის ტყვე” (გ. კალატოზიშვილი, 1978), “როგორ ვიცხოვრო უშენოდ”( ყ. მგელაძე, 1980), “თბილისი, პარიზი, თბილისი” (ლ. აბაშიძე, 1980), “ჟამი მოქცევის” (ნ. ომიაძე, 1982), “სათნოებათა კიბე” (ნ. წულაძე, 1986) და სხვ. 2018 წელს გდაეცა ჯილდო “ხელოვნების ქურუმი”. კინოსა და თეატრის მსახიობი.

მსახიობს მახათას მთაზე მდებარე ახალ პანთეონში დაკრძალავენ. ამირან ქადიეშვილის ოჯახის წარმომადგენლის განცხადებით, სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება 7-8 ოქტომბერს მისამართზე: ქეთევან წამებული ქ. 2. პირველი სადარბაზო, მერვე სართული. დაკრძალვა 9 ოქტომბერს, შაბათს 14.00 საათზე მახათას მთაზე, ახალ პანთეონში.

MULTIMEDIA.GE მწუხარებას გამოთქვამს ამირან ქადეიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.

თქვენი კომენტარი?