მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ხდება კოშმარი, კატასტროფა – განაცხადა ელისო კილაძემ 8 ივნისს, ტვ “პირველი”-ს გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას, როდესაც გამოეხმაურა პარტიაში არსებულ შიდა დაპირისპირებას.
“ისეთი ტიპის დაპირისპირებაა, “ქართულ ოცნებას” არცერთ სიზმარში რომ არ დაესიზმრებოდა.
პოლიტიკოსები, რომლებიც გელაპარაკებიან ერთობაზე, გატყუებენ მეგობრებო, რატომ? – 2024 წლის არჩევნები არის პროპორციული და ბლოკები არის აკრძალული, კანონმდებლობა აღარ იძლევა ბლოკებით გაერთიანების საშუალებას.
გაერთიანების ერთადერთი მექანიზმი არის ერთიანი სია და ამ ერთიან სიაზე ნაციონალური მოძრაობა ამბობს უარს, შესაბამისად, ეს “მესიჯბოქსი” – რომ გავერთიანდეთ, ვისთან უნდა გაერთიანდეთ? საკუთარი პარტია დაშალეს მარტივ მამრავლებად. საკუთარ ამომრჩეველს ეძახდნენ სუს-ის აგენტებს”- განაცხადა კილაძემ
მისივე თქმით, ასევე სპეკულაცია მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის სახელით, როდესაც პრემიერობის კანდიდატურად დასახელებას ცდილობენ. კილაძე ამბობს, რომ ის დღეს ესაუბრა თემურ ალასანიას, რომელმაც თქვა, რომ ამ ეტაპზე, მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს