განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE ________________________________ IMG.GE

ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ჭირისუფალს მიკროფონით დავადგე და კომენტარი ვთხოვო ან ჩავწერო მისი ნებართვის გარეშე. იმის მიუხედავად, რომ მე არაფერ შუაში ვარ ამ ინტერვიუსთან, მილიონ ბოდიშს გიხდით, როგორც ტვ ,,პირველის,, თანამშრომელი”- ასე ეხმიანება ინგა გრიგოლია მათი არხის ჟურნალისტის მცდელობას, კომენტარი მოეპოვებინა ახალგაზრდა კაცისგან, რომელსაც ბათუმში, შენობის ჩამონგრევისას 2 შვილი და მეუღლე დაეღუპა, თუმცა, როგორც ცნობილია, იმ მომენტში მისი მეუღლე ცოცხალი იყო და არც შვილების დაღუპვის შესახებ არსებობდა ინფორმაცია.

“ეს იმ რეაქციის პასუხად, რაც ტვ ,,პირველის,, ჟურნალისტის სინქრონს მოჰყვა.. იმის მიუხედავად, რომ ერთ ტელევიზიაში ვმუშაობთ მე და ის ახალგაზრდა ჟურნალისტი, ცალსახად ვემიჯნები ასეთ ჟურნალისტიკას.

მთავარმა პროდიუსერმა განმარტა, რომ შვილებგარდაცვლილ მამასთან ეს კომენტარი მაშინ ჩაწერა რეპორტიორმა, როცა არც მისი მეუღლე იყო გარდაცვლილი და არც ბავშვები ნაპოვნი.

ვიდარდე მთავარი პროდუსერის ნაცვლადაც, რომელიც ორი დღეა, უაღრესად მაღალი პროფესიონალიზმით და ცრემლიანი აშუქებდა ბათუმის ტრაგედიას და როცა თავად უკვე აღარ იყო სამსახურში, მაშინ მოხდა ეს ფაქტი. დავაკონკრეტებ – ეს ახალგაზრდა გოგონა არაა ნიუსის ჟურნალისტი.

ნიუსში ასეთი რამეები არასდროს ხდება……ისე ვწუხვარ, ისე!  მე არ მომწონს და ვნერვიულობ ასეთ მუშაობაზე. ძალიან მძიმე საყურებელი იყო, მოვკვდი ნერვიულობით და რადგან ჩემი არხის მიკროფონი იყო, მე ვუხდი ბოდიშს მაყურებელს,  ბოდიშს გიხდით ყველას, ვინც ასე გაგანერვიულათ ამ კომენტარმა (მეც მაყურებლის პოზიციიდან ვნახე)….

მხოლოდ ერთს ვიტყვი, ის ხალხი მაინც ნუ დაგვაბულინგებთ, ვინც ბარბარე რაფალიანცის სიკვდილს აშუქებდით ისტერიულად და დედამისს თუ სხვა პოლიტიკოსებს თხრიდით პირში მიკროფონებს და მკვლელად აცხადებდით ადამიანს, რომელიც სრულიად უდანაშაულო იყო ამ ტრაგედიაში.

იმის მიუხედავად, რომ მე არაფერ შუაში ვარ ამ ინტერვიუსთან, მილიონ ბოდიშს გიხდით, როგორც ტვ ,,პირველის,, თანამშრომელი. ბოდიში!”– წერს ინგა გრიგოლია.

თქვენი კომენტარი?