თუ ვინმეს ეჭვი ოდნავ მაინც ეპარებოდა და რაღაც პაწია იმედი ჰქონდა გულში, რომ წლების მანძილზე ხალხის მძარცველი მევახშე, პატრიოტ პოლიტიკოსად გადაიქცეოდა, ნახევარი საქართველო რომ გასულია ქვეყნიდან, იმიტომ რომ მათი მევახშეობით დაქცეული ოჯახების განადგურების ავტორ-შემსრულებლები სწორედ ეს “მოგონილი ბიზნესმენები” არიან (ბანკირის – საბანკო სისტემის მანტიით მოსილნი)
სწორედ საბანკო სისტემის და ქვეყნის წინააღმდეგ “საბოტაჟნიკები” და ვინმეს თუ კიდევ ოდნავ, მაინც ეგონა რომ, თივისგან აგურის სახლი აშენდება, ა ბატონო სრული ლუსტრაცია ხომ მოხდა გუშინ ტვ პირვეზე ღია ეთერში (ცოტა წვლილი ამ ლუსტრაციაში მეც ხომ მიმიძღვის?! – წერს თაკო ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე და ეხმიანება ამავე პარტიის წევრ საბა ბუაძესთან მის დაპირისპირებას:
“ჰოდა, ასეა ბრძოლა ხალხის ცრემლებზე გამდიდრებულ მევახშეებთან ერთად არ შეიძლება, რადგან ღირსების “გაპროცენტებას” მიჩვეულნი არიან.
ოკუპანტი კარზეა მომდგარი და 12 პუნქტი შესასრულებელი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ამ დროს პოლიტ.მევახშეები ვაჭრობენ, ვაჭრობენ და ოცნებობენ ქვეყნის მართვის სადავეებზე, ნუ იმ მოსახლეობის მართვაზე ოცნებობენ, იმ ადამიანების მართვაზე, რომლებიც, ჯერ არ გაქცეულან ამ ქვეყნიდან “მათი წყალობით “და ჯერ კიდევ აქ ცხოვრობენ და ჯოჯოხეთად ქცეულ, მევახშეთა ბანკებში დაგირავებულ ცხოვრებას ებრძვიან.
ჩემი მეგობარი მეუბნება ახლა, ეს ახალგაზრდა “კამო” ეთერში რომ იჯდა გუშინ, მისი ლიდერის – მევახშის ახალგაზრდობას მაგონებს ძლიერო, ნუ ხომ გაგიგონია “ძაღლი პატრონს ჰგავსო”.
ჰოოო, ვინ ვის ჰგავს არ ვიცი და “ძაღლი პატრონს რომ ვერ სცნობს ” ამ ქვეყანაში ეგ ზუსტად ვიცი!
“ლელო” არ ვიცი და გუშინ ღია ეთერში საკუთარ კარში კი გაიტანა “გოლი” პარტია ლელოს წევრმა ბუაძემ, თან ისე გაიტანა საკუთარ კარში, აი ზუსტად ისე დარჩება ეს მისი “შეცდომა გოლი”, როგორც ფეხბურთში რჩება ხოლმე საკუთარ კარში გატანილი “გოლები” მოთამაშის ლაქად.
დიდ ფასად დაუჯდება ეს “ახალგაზრდა კამოს” მიერ ” საკუთარ კარში” დარტყმული გოლი მის ლიდერს-მევახშეს. ხალხი ბრძენია!”- წერს თაკო ჩარკვიანი.
ამ თემაზე:
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს