განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE ________________________________ IMG.GE

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს:

გუშინდელი იაფფასიანი პოლიტიკური დრამატურგიის შემდეგ, რადიკალურად შეიცვალა სააკაშვილის დესტრუქციული პარტიის ‘მესიჯბოქსი’. დაინახეს, რომ ვერ ‘გაიყიდა ფირფიტა’ სახელწოდებით “მიშა მომაკვდავია”, დღეს, ახალი სატელევიზიო ‘ვიორსტკა’ დაიწერა:

მიხეილ სააკაშვილის წერილი – ახლა ნიჰილიზმის დათესვა, მათ შორის ჩემზე ზრუნვის მოტივაციით, საქართველოს მტრის ინტერესია. ჩემს წინასწარ გლოვას სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში გამარჯვება ერთად ვიზეიმოთ.

ექს-პრეზიდენტის საკნიდან გამოსული ნიკა გვარამია: სააკაშვილის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მე პირადად ვერ შევნიშნე განსაკუთრებული ცვლილებები.
ადვოკატი ბექა ბასილაია: არც კი განგვიხილავს სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის საკითხი, იმდენად ნათლად საუბრობს, რომ ბრძოლა ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი.

თანავუგრძნობ “ნაციონალური მოძრაობის” ბრმა მომხრეებს, რომლებსაც ყოველდღიურად ამაიმუნებენ და აგიჟებენ სექტის ‘ლიდერშიპიდან’. გონებაგახსნილობასა და სულიერ სიმშვიდეს ვუსურვებ მუდმივად წაგებული რადიკალური პარტიის მიმდევრებს!”- წერს გია აბაშიძე.

თქვენი კომენტარი?