საერთოდ არ მაინტერესებს ნაციონალური მოძრაობა – კახა კალაძე

391
ნახვა/წაკითხვა

„ცხადი და აშკარაა, რომ დაპირისპირება აქვთ ერთმანეთში, ამიტომ, არ მინდა ამ სიღრმეებში შევიდე. საერთოდ არ მაინტერესებს ნაციონალური მოძრაობა, არც მათი დაპირისპირებები, იმიტომ, რომ უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ხელისუფლებას, ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ.”– განაცხადა კახა კალაძემ 8 ივნისს, ჟურნალისტებთან საუბრისას.

“ხალხს დღეს რაც ჭირდება ყველაზე მეტად, ეს არის მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება, იმისთვის, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა. ნაციონალურ მოძრაობაში ხაბეიშვილი იქნება, მეორე ხაბეიშვილი თუ მესამე ხაბეიშვილი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორის შესახებ

IMG.GE ___________________________ IMG.GE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here