განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE ________________________________ IMG.GE

ბათუმში, 8 ოქტომბერს მომხდარი ნგრევისას მძიმედ დაშავებული, 37 წლის ზვიად თავდგირიძის მდგომარეობა კიდევ გაუმჯობესდა და როგორც კლინიკა მედცენტრი”-ს ხელმძღვანელმა მედეა ქაჯაიამ განაცხადა,  თუ პაციენტის სტაბილური მონაცემები შენარჩუნდება, ხვალ, სავარაუდოდ, უკვე პალატაში გადაიყვანენ.

“დღეისთვის, პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური, გვაქვს დადებითი დინამიკა, მეტად აქტიურია, ადეკვატურია, ყველა სასიცოცხლო მაჩვენებლია ნორმაშია. პაციენტთან ძირითადად მუშაბენ ქირურგები და ნევროლოგები და ვგემავთ, რომ თუ შენარჩუნდა ასეთი სტაბილური მდგომარეობა, ხვალ უკვე გადავიყვანოთ განყოფილებაში”– ამბობს მედეა ქაჯაია.

რაც ეხება შემდგომ რეაბილიტაციასა და მკუნალობას, მისი ცნობით, ეს პროცესი იქნება ხანგრძლივი პროცესი.

“ცვლილებები, რაც კიდურშია, დასჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია და მკურნალობა, დანარჩენი დროის ფაქტორია”- ამბობს მედეა ქაჯაია.

თქვენი კომენტარი?