განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE ________________________________ IMG.GE

ამ მძიმე და დაძაბულ დროში, სახალისო ამბები მეტად ამხიარულებს მკითხველს. ამიტომ გადავწყვიტეთ დღეს ერთ-ერთ ჯგუფში დაწერილი ამბავი გაგვეზიარებინა თქვენთვის.

“ბოლო გაჩერებაზე ვზივარ “მარშუტკაში”, ველოდები როდის გავა. მძღოლი ხუმრობის ხასიათზეა, ადგა და მგზავრის სკამზე დასკუპდა. ცოტა ხანში მგზავრებმაც დაიწყეს მოსვლა, ამასობაში მოვიდა გასვლის დროც, მაგრამ მძღოლის სკამი ცარიელია, დაიწყეს აქეთ-იქიდან მგზავრებმა წუწუნი, სადაა ეს მძღოლი, რა უთავბოლო ქვეყანაში ვართ, და ა.შ.

მძღოლი ყველაზე მეტად ყვირის, გვაგვიანდება, სად წაეთრა ეს კაცი… ბოლოს წამოხტა ფეხზე, სად ვუცადოთ ახლა მაგასო, დაჯდა საჭესთან და მარშუტკა დაძრა…და მგზავრების რეაქცია თქვენ წარმოიდგინეთ რაც იქ მოხდა”– წერს ფეისვუქ მომხმარებელი.

შენიშვნა: სამარშრუტო ტაქსის ფოტო მოძიებულია ინტერნეტში და გამოყენებულია მასალის გასაფორმებლად.

თქვენი კომენტარი?