განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE ________________________________ IMG.GE

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გადარჩენილი მცირეწლოვანი იოანე ქავთარაძე და ზვიად თავდგირიძე მოინახულა.

1 წლის იოანე ქავთარაძე სამაშველო ოპერაციის შედეგად ჩამონგრეული კორპუსის ახლოს მდგომი ავტომობილიდან ამოიყვანეს. ბავშვი თავს კარგად გრძნობს და სახლში იმყოფება.

თორნიკე რიჟვაძე სტაციონარში ზვიად თავდგირიძის მშობლებს გაესაუბრა და მკურნალი ექიმისგან მოისმინა ინფორმაცია პაციენტის მდგომარეობის შესახებ.

ზვიად თავდგირიძემ ნანგრევებში 11 საათი გაატარა და მისი გადარჩენა სამაშველო ოპერაციის შედეგად გახდა შესაძლებელი. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურდება, შეინიშნება დადებითი დინამიკა.

თქვენი კომენტარი?