განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE ________________________________ IMG.GE

პარლამენტის წევრი, პარტია “მოქალაქეები”ს- წარმომადგენელი ლევან იოსელიანი, იმ ოპოზიციონერებზე საუბრობს, რომლებიც ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ, თუმცა მისი გათავისუფლების მოთხოვნის აქციას არ შეუერთდებიან.

“სააკაშვილი პოლიტპატიმარია, ანუ უკანონო პატიმარია, მაგრამ აქციაზე არ მივალ ამ უკანონობის გასაპროტესტებლად, რას ნიშნავს არ მესმის. მე, რომ მას პოლიტპატიმრად ვთვლიდე აქციაზეც მივიდოდი და გათავისუფლებასაც მოვითხოვდი, რადგან ადამიანის უკანონო პატიმრობა ყველაზე დიდი ბოროტებაა და ამ საკითხის პარტიულ დღისწესრიგზე დახურდავება, რბილად ვიტყვი, ღიმილის მომგვრელია”– წერს ლევან იოსელიანი.

თქვენი კომენტარი?