ბოლო ამბები
17/02/2025

რას იფიქრებს ახლა ეს კაცი? – შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას საყვედურობს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანს მადლობა არ გადაუხადეს (ვიდეო)

გაზიარება

შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას საყვედურობს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენს მადლობა არ გადაუხადეს  ქართველი მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ მან  ტვ “პირველი”-ს ეთერში, 5 ივნისს განაცხადა.

“დიდი პატივი გვცა ენტონი ბლინკენმა, პირადად გამოაცხადა ამ მოსამართლეების დასანქცირება, პირადად ბლინკენი გამოვიდა და აქ 4 მოსამართლის დასანქცირება კი არ იყო, ეს იყო ივანიშვილის შუბლზე გაკრული სანქცია. მადლობა არ უნდა გაგეგზავნათ ბლინკენისთვის? იმავე წუთში გავუშვით მადლობა.

პარტიებს, ოპოზიციას, დეპუტატთა ჯგუფებს, მადლობა არ უნდა გაგეშვათ სახელმწიფო მდივანთან? რას იფიქრებს ახლა ეს კაცი?“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

სხვა ამბების წაკითხვა