საპატრიარქოსთვისაც მიუღებელია ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე გარევაჭრობა

275
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს საპატრიარქო ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობას უხერხულად მიიჩნევს. ამის შესახებ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

“როგორც ცნობილია, ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით ამჟამად შექმნილი ვითარება გარე-მოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯია. სამწუხაროდ, არასახარბიელო მდგომარეობაა სულიერ-კულტურული მნიშვნელობის სხვა ძეგლებთანაც.

ჩვენ გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი.

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს ხელისუფლებას, და, პირველ რიგში, კულტურის სამინისტროს, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე ცივილური სახე მიეცეს გარე-მოვაჭრეთა საქმიანობას.”– ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE