MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

“ახლა არ არის გარჩევებისა და ძველი წყენების გახსენების დრო, ახლა არ არის იმის დრო, რომ ვარჩიოთ მტყუან-მართალი, ახლა, ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ”– განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

“დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ, რომ ჩვენ შვილებსა და შვილიშვილებს, ნორმალური ქვეყანა შევუქმნათ და ეს ქვეყანა, არასდროს, არავის ბოსტნად არ ვაქციოთ”– განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, პრინციპულია, რომ 30 ოქტომბერს, ყველგან გაიმარჯვოს ოპოზიციამ,.

“ეს იქნება ერთადერთი შანსი, რომ ის ჭირი, რაც ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების სახით გვაქვს საქართველოში, თავიდან მოვიშოროთ”– განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

თქვენი კომენტარი?