MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ვინც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას, რომლისთვისაც მიუღებელია ძალადობა და ყველა ის უსამართლობა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო დამკვიდრებული, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე, შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქარელში განუცხადა.

„მინდა, ჩვენ მოსახლეობას მივმართო, 27 ოქტომბერს გაიმართება დიდი შეკრება თავისუფლების მოედანზე 17:00 საათზე. მინდა, ყველას მივმართო, თითოეულ მოქალაქეს, ვინც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას, რომლისთვისაც მიუღებელია ძალადობა და ყველა ის უსამართლობა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო დამკვიდრებული ქვეყანაში ვინც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას, ყველას მივმართავ, ჩვენს მხარდამჭერებს, ამომრჩეველს, შევიკრიბოთ 27 ოქტომბერს 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თქვენი კომენტარი?