MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ისტორიაში პირველად, საქართველომ, ევროკომისიის კულტურული მარშრუტების საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.

იტალიაში, 2021 წლის 23 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს ეგიდით გამართულ კულტურული მარშრუტების კონკურსზე, ღვინის კომპანია “შუმი” საერთაშორისო უმაღლესი ტიტულის  „საუკეთესო არქეობოტანიკური პრაქტიკა ღვინის ტურიზმში“ მფლობელი გახდა, რაც ხელს უწყობს საქართველოსა და ქართული მევენახეობა-მეღვინეობის პოპულარიზაციას მსოფლიო ბაზარზე.

საერთაშორისო ჯილდო დაფუძნდა ევროპის საბჭოს ორი კულტურული მარშრუტის – „Iter Vitis -Phoenicians route“ მიერ, რომლის მიზანს წარმოადგენს ორ საერთაშორისო ქსელის წევრ ქვეყნებში კულტურული და ენოლოგიური მემკვიდრეობის გაძლიერებას, გამოცდილების, შემოქმედებითი და მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასა და მის პოპულარიზაციას.

ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამა დაფუძნდა 1987 წელს, რომელიც დროსა და სივრცეში მოგზაურობის მეშვეობით წარმოაჩენს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წვლილს საერთო კულტურულ მემკვიდრეობაში და ხელს უწყობს დღევანდელი ევროპის მრავალფეროვნებას, კულტურული ტურიზმის მდგრად განვითარებას.

თქვენი კომენტარი?