MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას პოსტი სოციალურ ქსელში, რომელიც ეხება პატიმარ მიხეილ სააკაშვილს და ამავდროულად პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეულ წარმომადგენლებს:

“დღის ბოლოს, მოკლედ რომ შევაჯამო განვითარებული მოვლენები:

სახალხო დამცველმა აიღო ხელისუფლოების მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს ისეთ კლინიკაში, სადაც იქნება მრტ, კტ, დუპლერ სკანირების აპარატი;

ექსპერტები წავიდნენ ციხის საავადმყოფოში და შეამოწმეს, იყო თუ არა ადგილზე აღნიშნული აპარატურა; აღმოჩნდა, რომ არ იყო, რის შესახებაც საჯაროდ დავწერეთ;
ამას მოყვა შემდეგი რეაქციები:

დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველი არის პოლიტიკურად მიკერძოებული;

ბ-ნმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღარ დაუშვებენ, რომ სახალხო დამცველი აღარ იყოს პარტიის კონტროლის ქვეშ;

დედაქალაქის მერმა ნერვიულად გადაიხარხარა…
რა შეიძლება ვთქვა? 

კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი”– წერს ნინო ლომჯარია პირად გვერდზე.

თქვენი კომენტარი?