MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კუთვნილი სოციალური ქსელი სახელწოდებით Truth Social –  “სოციალური სიმართლე” ნოემბრიდან გაეშვება, ხოლო სრულყოფილად 2022 წლის პირველ კვარტალში დაიწყებს ფუნქციონირებას.

როგორც ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ეს არის ამერიკის “დიდი კარავი”-  სოციალური მედიის პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ღია, თავისუფალ და გულწრფელ გლობალურ საუბარს პოლიტიკური იდეოლოგიისა დისკრიმინაციის გარეშე.

ქსელში რეგისტრაცია უკვე წინასწარ არის შესაძლებელი და სრულად ამუშავების შემდეგ მიიღებთ დასტურს თქვენ ელექტრონულ ფოსტაზე.

ლოგო და ფერები ფეისბუქს წააგავს, რაც ალბათ ერთგვარი რევანშია ტრამპის მხრიდან, რომელიც სწორედ ფეისბუქმა დაბლოკა სამუდამოდ.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს:

თქვენი კომენტარი?