MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ეხმიანება სახალხი დამცველის მიერ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის შესახებ გაკეთებულ შეფასებას, როდესაც თქვა, რომ მას ლეგიტიმაცია არ აქვს.

სახალხო დამცველი რომ საქართველოს მოქალაქეზე იტყვის,- სერიოზულ ფიგურად არ მიმაჩნიაო, – ის აღარ უნდა იყოს სახალხო დამცველი! ის აღარ არის სახალხო დამცველი! ასეთი სახალხო დამცველი იმ ერთი ადამიანის, – და მნიშვნელობა არ აქვს ის ერთი ადამიანი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა თუ მწყემსი, – უფლებებს ვერ დაიცავს!

არ დაიცავს! ასეთი სახალხო დამცველი ვერავის უფლებებს ვერ დაიცავს!
არ დაიცავს! სახალხო დამცველს არჩევანის უფლება არ აქვს; მისთვის ნებისმიერი ადამიანი, – მის მიმართ კეთილად თუ კრიტიკულად განწყობილი, – პოტენციურად დასაცავია!

ნინო ლომჯარია არასდროს დაიცავს ირაკლი კობახიძის უფლებებს!
ნინო ლომჯარია ვერავის უფლებებს ვერ დაიცავს! ვეღარ დაიცავს!

ნინო ლომჯარიამ საკუთარი თავი თვითონ დააყენა სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიღმა!”– წერს ბონდო მძინარაშვილი.

თქვენი კომენტარი?