MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

გიული ალასანიას ცნობით, მისი შვილი, მიხეილ სააკაშვილი დათრგუნულია პატიმრობის გამო და ის ძველებური ადამიანი აღარ არის, ერთადერთ გამოსავლად კი გათავისუფლებას მიიჩნევს.

დათრგუნულია, ის ძველებური ადამიანი აღარ არის, უჭირს სიარული. ჩვენ ყველამ, მთელმა საზოგადოებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ როგორმე ეს ადამიანი გავათავისუფლოთ. სხვა გამოსავალი არ არის. მე გაოგნებული ვარ, გუშინ მოვისმინე, რომ თურმე მიშას 50 დღიანმა შიმშილობამ დააზიანა ოპოზიცია. ვინმეს გაუგია, რომ გმირის გმირობა რაიმე მოძრაობას აზიანებდეს? საჭიროა მთელი საზოგადოების დაუყოვნებლივი აქტიურობა,”- განაცხადა გიული ალასანიამ.

თქვენი კომენტარი?