MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

თაკო ჩარკვიანის თქმით, ოპოზიციის აქციების დაორგანიზებასა და დაგეგმვაში მონაწილეობის საშუალება არ ეძლევა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი მომხმარებლის კითხვას გამოეხმაურა, თუ რატომ არ ჩანდება “ნაციონალური მოძრაობის” აქციებზე სიტყვით გამომსვლელთა შორის, რაზეც მან უპასუხა:

“დაორგანიზებაში” და სტრატეგიაში არ ვერევი. (ასე მოგვმართა “ზოგიერთმა ბრძენმა”) არ ჩაერიოთო ჰოდა ვაცლით”– წერს თაკო ჩარკვიანი.

მანამდე, მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც არა პირდაპირ, თუმცა ირიბად აკრიტიკებს, სავარაუდოდ ნიკა მელიას.

 

თქვენი კომენტარი?