MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის განცხადებით, დანარჩენი ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგი არ არის კამპანია  “თავისუფლება მიშას”, არამედ არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და საკონსტიტუციო ცვლილებები.

“freemisha”- ანუ, მიშას გათავისუფლების მოთხოვნის კამპანია უკავშირდება მის მხარდამჭერებს, “ნაციონალურ მოძრაობას” და ეს არ არის ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის დღის წესრიგი.

დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი არის ის, რომ შევძლოთ და მოვიპოვოთ რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ მე ვფიქრობ და ვლაპარაკობ “რესპუბლიკური პარტიის” სახელით, რომ სანამ რიგგარეშე არჩევნების მოპოვებას შევძლებთ, სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობითა და კოორდინაციით შევძლოთ ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” კენჭისყრაზე დასვას საკონსტიტუციო ცვლილებები და მივიღოთ ეს ცვლილებები”- ამბობს ხათუნა სამნიძე.

თქვენი კომენტარი?