MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

არ ვაპირებთ ქართველი ერის ორად გახლეჩას, ჩვენ მივიღებთ აცრილებსაც და აუცრელებსაც”- ამბობს რესტორან “ლეიბელი”-ს წარმომადგენელი სპეციალურ ვიდეომიმართვაში და ეხმიანება ახალ დადგენილებას ე.წ მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით, რომელიც 2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება საქართველოში, რაც გულისხმობს იმას, რომ მთელ რიგ დაწესებულებებში დაიშვებიან მხოლოდ კოვიდ პასპორტის მქონე პირები, ანუ ისინი, ვინც ორჯერ აიცრა ან უკვე გადაიტანა კორონავირუსი, ან წარმოადგენს უარყოფითი პასუხის დამადასტურებელ PCR ან ანტიგენის ტესტს.

“ორჯერ აცრილებსაც ჩვეულებრივად ხვდებათ კოვიდი და ასევე გადამტანები არიან, როგორც აუცრელები, ვიცით, რომ წინაღობები გვექნება. მოვუწოდებთ რესტორატორებს, თუ ერთად დავდგებით და არ განვასხვავებით მწვანე პასპორტიანს და არამწვანე პასპორტიანს, ვფიქრობ, ყველაფერს შევძლებთ”- ამბობს რესტორნის წარმომადგენელი.

შენიშვნა: ინფორმაცია და ვიდეომასალა არ წარმოადგენს რეკლამას და არ არის კომერციული.

თქვენი კომენტარი?