MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

პუბლიცისტი დავით კალანდია ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმს, რომელმაც თქვა, რომ თუ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მასთან, პარლამენტის წევრებს არ შეუშვებენ, შეწყვეტს სამედიცინო დახმარების მიღებას:

“შაგვაშინა გიულის ბუშტმა. და ტყვედ ჩავარდნამდე რა წამლები გქონდათ გამოწერილი, ჩვენო პრეზიდენტო? მხოლოდ გალოპერიდოლი, ამიტრიპტილინი და ამინაზინი. და, დედალს გეფიცებით, ამის მეტს აღარაფერს მივიღებ.

და გორში რით გმკურნალობდნენ, ჩვენო პრეზიდენტო? რით? რით და ვიტამინ С -ს მაძლევდნენ და მოტილიუმს! ჰოდა, ეს ვიტამინი და მოტილიუმი თვითონ გაიკეთონ ტრ..ში, თუკი ჩემთან დეპუტატებს არ შემოუშვებენ.
ვინ დეპუტატები გინდათ? ხერხა ეკეულიძე… ეკა ხერხეულიძე?
ჰო. მერე თინიკო ბოკუჩავა და ლიზა იაცკო. კი, მაგრამ ლიზა იაცკო ხომ არ არის ჩვენი დეპუტატი? ის ჩემი დეპუტატია.

დღეს ვიფიქრე, სააკაშვილის თემა ამოიწურა-მეთქი, თურმე ნურას უკაცრავად.
კიდევ მრავალი წელი მექნება სალაღობოდ და სატლიკინოდ. მოკლედ, არ მოვიწყენთ!”- წერს დავით კალანდია.

თქვენი კომენტარი?