MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე BAN2

“ცესკო”-ს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი სიორიძემ განაცხადა, “დიდი შეცდომა იყო რომ “ცესკო”-ს საკრებულოს პირველი სხდომები უფრო ადრე არ ჩანიშნა”, მე ვთვლი, რომ შეცდომა სიორიძის “ცესკო”-ს თავმჯდომარის მოადგილედ დანიშვნა იყო, რომელიც თანამდებობაზე არა კომპეტენციის, არამედ ოპოზიციური პარტიის წევრობის გამო დაინიშნა..

ბატონმა სიორიძემ კარგად იცის, რომ საკრებულოს პირველი სხდომების მოწვევას შესაბამისი პროცედურები აქვს, რომელიც გარკვეულ დროს მოითხოვს, სწორედ აღნიშნულის გამო, კანონში შესაბამისი ვადები გაიწერა, რომელსაც ცესკო ვერ დაარღვევს.

ცესკომ კანონის ფარგლებში იმოქმედა, არ დაურღვევია ვადები და პროცედურები, ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომები კანონით გათვალისწინებულ ვადებში ჩანიშნა. თუ ვინმეს რაიმე სახის პრეტენზია აქვს, არა ცესკოს გადაწყვეტილება, არამედ საკანონმდებლო ნორმა უნდა გააპროტესტოს…. მაგრამ მავანს ცესკოს დისკრედიტაცია სურს და სწორედ ამიტომ, მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებები გვესმის.

სამწუხაროდ, სიორიძე პარტიულ ინტერესებს ვერ გაცდა და მცდარ განცხადებებს აკეთებს, რომელიც ცესკოს დისკრედიტაციას ემსახურება. ვიტოვებ იმედს, ის პარტიის მარწუხებიდან გათავისუფლდება და ცესკოში მისი საქმიანობა, საქმეზე ორიენტირებული გახდება.”– წერს სოციალურ ქსელში “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე.

თქვენი კომენტარი?