MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე BAN2

ტყიბულის შახტში, მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი დაშავებული გადარჩა, მეორე კი გარდაცვლილი იპოვნეს. ინფორმაციას საგანგებო სიტყუციების მართვის სამსახური ავრცელებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ორი მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი უკვე ამოსვენებულია კარიერიდან და ადგილზე სამაშველო ღონისძიება დასრულებულია.

რამდენიმე საათის წინ ამავე კარიერში მაშველებმა მოახერხეს მიწის მასის ჩამოშლის შედეგად მოყოლილი მეორე მოქალაქის კონტაქტურ მდგომარეობაში პოვნა და მისი უსაფრთხო ადგილზე ამოყვანა. მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.

შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ იმერეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ სიტუაციების რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. ტყიბულში მობილიზებულები იყვნენ ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები.”– ნათქვამია განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?