MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე BAN2

ახლა სხედან დეპრესიაში, ემიგრაციაში, ხედავენ რომ არც სააკაშვილის გამო გავიდა და დადგა ხალხი ქუჩაში – ვერც სააკშვილს გამოუვიდა ის, რაც არ გამოუვიდა მაგალითად ბაჩო ახალაიას. გაირკვა რომ არაფრით, მეტი არ შეუძლია”– ასე ეხმიანება თამარ ჩერგოლეიშვილი, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი მხარდამჭერის მოსაზრებას.

“ასეთი მოგიზგიზე, ვულგარული, გალაქტიკური ბრიყვები დათარეშობენ ფეისბუქზე.

ემიგრაციაშია – სააკააშვილი ეხვეწება ემიგრანტებს ბილეთი აიღეთ, ჩამოდით, დამიხსენითო და ეს ბირთვული დებილი სააკაშვილის კონკურენტებს სთხოვს პასუხს იმაზე, რაზეც პასუხისმგებლობა არცერთ პოლიტიკურ ლიდერს არ აუღია!

არასოდეს, არცერთ ოპოზციურ ლიდერს, გარდა ნაცმოძრაობისა და მასთან აწებებული კოლექტიური თაკო ჩარკვიანისა, არ აუღია არანაირი პასუხისმგებლობა სააკაშვილის ჩამოსვლაზე, ან მის გათავისუფლებაზე.

არავის, მისი კონკურენტი პარტიის ლიდერებიდან, არ უთხოვია სააკაშვილისთვის ჩამოდი, უნდა დაგიხსნათო.

ეს ვულგარული გოიმები დაგვძახოდნენ რომ ჩვენ ნულები ვართ და სააკაშვილი წააქცევს ბიძინას.

ახლა სხედან დეპრესიაში, ემიგრაციაში, ხედავენ რომ არც სააკაშვილის გამო გავიდა და დადგა ხალხი ქუჩაში – ვერც სააკაშვილს გამოუვიდა ის, რაც არ გამოუვიდა მაგალითად ბაჩო ახალაიას. გაირკვა რომ არაფრით, მეტი არ შეუძლია.

უფრო მეტიც – პირადად სააკაშვილის პარტიის დეპუტატები პარლამენტიდანაც კი არ გამოვიდნენ, მიუხედავად იმისა რომ
სთხოვა!

ეს ბირთვული ჩლუნგი და ამბიციური გოიმი სააკაშვილის კონკურენტებს ამხელს იმაში, რომ სააკაშვილის გათავისუფლების თავი არ აქვთ – შე ბრიყვო, არც დაპირებიან”– წერს თამარა ჩერგოლეიშვილი.


იხილეთ ის პოსტი, რასაც თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა. ავტორის ვინაობას არ/ვერ ვასაჯაროვებთ, ვინაიდან ფეისბუქ პოსტი მხოლოდ მეგობრებისთვის არის გამოქვეყნებული.

თქვენი კომენტარი?