MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე BAN2

“ბატონი პრეზიდენტი მოუთმენლად ელის ხვალინდელ დღეს” განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ გორის ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ. მისივე ცნობით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ზოგადად სუსტია, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის, რომ მის სასამართლო პროცესს დაესწროს.

შეგახსენებთ, 2021 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება პროცესი, რომელიც ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეს, რაშიც სააკაშვილს ბრალი აქვს წაყენებული.

თქვენი კომენტარი?