MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე BAN2

პარლამენტის წევრი, პარტია “მოქალაქეები”-ს თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმიანება:

“ერთსაც დავწერ სააკაშვილზე დღეს და მორჩა. უფრო სწორედ ისტორიის უცოდინარობაზე. რამდენჯერაც სააკაშვილმა მთელი ამ წლების მანძილზე საქართველოს ისტორიიდან მაგალითი მოიყვანა სულ დამახინჯებულად, სულ შეცდომებით.

დღესაც მორიგი შედევრი გამოაცხო – ლუარსაბის მერე მეორე მმართველი ვარ საქართველოსი, ვინც ციხეში ჩასვესო. შეცდომაა! სავარაუდოდ ლუარსაბ მეორეს გულისხმობდა, ქართლის მეფეს, აბას შაჰმა რომ დააპატიმრა და მოკლა, მაგრამ მანამდე პატიმრობაში იყო ქართლის მერე სიმონი (ჯერ ირანელების, მერე ოსმალების), უფრო მანამდე საქართველოს მეფე დემეტრე მეორე, თავდადებული, მანამდე ასევე პატიმრობაში იყო დავით ულუ.

საქართველოს ისტორია შეიძლება არ იცოდე კარგად, მაგრამ ჩუმად იყო. პრეზიდენტი რომ იყავი ორჯერ, ორჯერ მთავარსარდალი, საკუთარი ქვეყნის ისტორია რომ არ იცი და ჯიუტად უკუღმართი მაგალითები მოგყავს უხერხულია! შეიძლება ბევრისთვის ეს არც არაფერი დანაშაულია, მაგრამ მე მაცოფებს საკუთარი ქვეყნის წარსულის უცოდინარობა. მით უფრო ნაპრეზიდენტალ, ნამთავარსარდლისგან! დასტა დასტად რომ დადიხართ სააკაშვილთან საპატიმროში იმათ მოგიწოდებთ, გადაეცით თქვენ უფროსს, რომ ისტორიულ მაგალითებს ნუღარ მოიყვანს და წინაპრებს აბუჩად ნუღარ აიგდებს!

P.S. თუ ვინმე “ქართული ოცნების” მიერ ისტორიული ფაქტების უკუღმა მოყვანის ფაქტს გამახსენებთ იმათაც დავგმობ დაუნდობლად. ვიხსენებდი ახლა ივანიშვილის რაიმე ნათქვამს ისტორიაზე და ვერ ვიხსენებ. თუ შემომეშველებით მადლობელი დაგრჩებით, ერთად გავლანძღოთ”- წერს ალეკო ელისაშვილი.

თქვენი კომენტარი?