MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე BAN2

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა, რომლებიც მომავალი 4 წლის განმავლობაში მასთან ერთად იმუშავებენ. კალაძის გუნდში, ძველ წევრებთან ერთად ახალი ადამიანებიც იქნებიან, რომლებიც დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურებს უხელმძღვანელებენ,თუმცა, მანამდე, მათი კანდიდატურები დასამტკიცებლად გადაეგზავნება თბილისის საკრებულოს.

ვიცე მერი – ირაკლი ხმალაძე

მერის მოადგილეები: ილია ელოშვილი, ირაკლი ბენდელიანი, ანდრია ბასილაია

მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელები:

მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ვალერი ჭიღლაძე

ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი: გიორგი აბუთიძე

ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური – ვახტანგ ლომჯარია

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური – გიგა გიგაშვილი

კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდრდულ საქმეთა სამსახური – ირაკლი გვილავა

იურიდიულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი – სერგო ბირკაძე

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური – გელა ჩივიაშვილი

მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური – გიორგი პაპავა

საფინანსო-საქალაქო სამსახური – გაიოზ თალაკვაძე

უსაფრთხოების საქალაქო სამსახური – ნიკოლოზ ჭონქაძე

მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახური – კახა გულედანი

თქვენი კომენტარი?