MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე BAN2

მოძრაობა “აი ია”-ს წევრ ვატო შაქარიშვილის გამოხმაურება მიხეილ სააკაშვილის სიტყვაზე მისი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას.

“ცივ გონებაზე.
ემოციურად მართლაც მძიმე და შეურაცხმყოფელი იყო გუშინ “მესამე პრეზიდენტის ისტორიული სიტყვის”(ტვ პირველის ჟურნალისტებისთვის დამახასიათებელი ინტონაციით) მოსმენა. კიდევ ერთხელ ნათლად გაგვახსენა ყველაფერი, აღვირახსნილი უტიფრობით გახსნა ის მოუშუშებელი ჭრილობები, რომლებიც წლების განმავლობაში ათასობით ოჯახს და მთლიანად ქვეყანას მიაყენა.

მისმა სიშლეგემ კიდევ ახალი ფერი შეიძინა, ადრე თუ მწარდებოდა ადამიანებზე, ვინც მის საწინააღმდეგო პოზიციას აფიქსირებდა დღეს გამწარებულია ყველაზე და ყველაფერზე, თავის მომხრეებზეც, რომლებსაც ერთი ადგილის განძრევას და დესტაბილიზაციის გზით მისი გამოყვანისკენ მოუწოდებს.

არაადეკვატური, არათანმიმდევრული, არაფხიზელი და ყოველგვარი ლოღიკისგან დაცლილი ყოველთვის იყო, მაგრამ სრულიად ახალი მწვერვალები დაიპყრო გუშინ. სააკაშვილის იდიოტური სიტყვა დიდხანს გაგრძელდა, გაიწელა, მძიმედ გადიოდა ყოველი წუთი, ტელევიზორებთან ადუღდა მაყურებელი, მაგრამ ქართველები ემოციურობასთან ერთად რაციონალური ხალხი ვართ და თუ მცირე ანალიზს გავაკეთებთ მივხვდებით რომ გუშინდელი დღე სააკშვილის და ნაცმოძრაობის “პოლიტიკური სამოქალაქო პანაშვიდი” იყო.

მთელი ეს ბოლო პერიოდი დაჟინებით ითხოვდნენ სასამართლოზე მიყვანას, ქმნიდნენ ამ დღის მოლოდინს, აგულიანებდნენ ერთმანეთს, ეს უნდა ყოფილიყო ხსნისა და გადარჩენის მომენტი და რა, რა მოხდა? ვერ შეკრიბეს 500 კაცზე მეტი, უგულავას მოუწია შუაზე გადახევა და გადაიჭიმა აღმაშენებლის ხეივნის ორივე მიმართულებაზე(ბოლოს თავი ამოყო მარნეულის кпз-ში).

რა პროვოკაცია არ მოაწყეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, საათობით გადაუკეტეს გზა ათასობით ადამიანს, რომელსაც ისედაც ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ ვერ წამოიკიდეს ვერავინ, ერთი ადამიანიც არ გადმოსულა ავტომობილიდან, არ გამოუხატავს სამართლიანი და ლეგიტიმური აგრესია! არც ერთ პოლიციელს არ უმტყუნა ნერვებმა და მიუხედავად პროფესიული და პირადი შეურაცხყოფებისა არავის გამოუყენებია გადამეტებული ძალა. რომ შევაჯამოთ – რა არ სცადეს, მაგრამ ბოროტი მიზნები კიდევ ერთხელ ჩამოემხოთ თავზე.

სასამართლოს შიგნით და გარეთ განცდილი სამარცხვინო მარცხით, იმედგაცრუება მიიღეს იმ ადამიანებმაც, ვინც ბოლო პერიოდში ჰუმანისტობის საფარქვეშ საკუთარი მიშისტობა გათქვეს. ზონდერ მედიებმა ვერ მიიღეს სანატრელი კადრები სისხლიანი ადამიანებით… მოკლედ, მორჩა კინო, წაით სახლში! (ზოგიერთები ციხეში)”– წერს ვატო შაქარიშვილი.

თქვენი კომენტარი?