MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე BAN2

“პატრიოტთა ალიანსი” საჯარო პოლიტიკურ აქტივობას 17 დეკემბრიდან განაახლებს, როდესაც სამოქმედო გეგმას წარადგენს. ამ საკითხზე პარტიის მთავარმა მდივანმა ირმა ინაშვილმა “ობიექტივი”-ს ეთერში, გადაცემა “სტუდია #8”-ში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ისინი მუდმივად მუშაობდნენ და არ გაჩერებულან, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო აქტივობები არ განუხორციელებიათ.

“მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, ვიმოქმედებთ აუცილებლად. ეს პერიოდი გაჩერებულები კი არ ვიყავით, ყოველდღიურად ვშრომობდით, მთელი პარტია, პოლიტსაბჭო, მუშაობს განუწყვეტლივ, რომ გამოვიდეთ 17 დეკემბერს და საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი მოქმედების გრძელვადიანი გეგმა. 17 დეკემბერს შევიკრიბებით, ჩავატარებთ ბრიფინგს და “პატრიოტთა ალიანსი” საზოგადოებას გააცნობს ჩვენი პარტიის მოქმედების გეგმას, ვარწმუნებ ყველას, რომ გზა, რომელსაც ჩვენ შევთაბაზებთ საზოგადოებას, არის სამართლიანი” – განაცხადა პარტიის მთავარმა მდივანმა ირმა ინაშვილმა “ობიექტივი”-ს ეთერში.

თქვენი კომენტარი?