MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე BAN2

ზაზა სარალიძე შვილის მკვლელებს პატიობს და პრეზიდენტს მათ შეწყალებას სთხოვს. ამის შესახებ მან გადაცემა “რეაქცია”-ში, ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას განაცხადა.

“მე დღეს ის ბიჭები მეცოდება ყველა.  ბოლო სასამართლო სხდომაზეც დავაფიქსირე და დღეს ღიად ვიტყვი, პირდაპირ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს: გამოუშვას სულყველა. ყველა იმ ბავშვს ვპატიობ ყველაფერს. იმიტომ ვპატიობ, რომ კანონი მეუბნება, რომ 15 წლის შემდეგ მაინც უნდა აპატიო. რატომ? დღესვე ვაპატიებ. რატომ ვიტანჯო 15 წელი თავი? განა მე ის ბავშვები და მათი მშობლები არ მეცოდებიან?!“ ბოლო სასამართლო სხდომაზე პირდაპირ ვთქვი, ვინც სიმართლეს იტყვის, გამოუშვან სულყველა. გამოუშვან კალანდიაც. გამოუშვან ეს ბიჭიც, არ მიუსაჯონ. აღარ არიან ჩემთვის მკვლელები მნიშვნელოვანი. სიმართლე ითქვა. ზაზა სარალიძემ დაამტკიცა დათო სარალიძის სიმართლე. ზაზა სარალიძეს რას ეტყვიან, აღარ მაინტერესებს, მაგრამ ერთი კარგად დაიმახსოვრეთ, ფხაკაძეს, გუგუშვილს და ფიფიას, სანამ ცოცხალი ვიქნები არაფერს ვაპატიებ. ღარიბაშვილი და გომელაური კი არა, ვინც გინდათ ისინი მოდით, ვინც გაგიხარდებათ. არავის არ გაპატიებთ ჩემი შვილის და ცოლის ხელახალ ცრემლებს“. – თქვა ზაზა სარალიძემ.

დღეს, 2021 წლის 1-ლ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან 4 წელი გავიდა. ამ დღეს, დათო სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს.

თქვენი კომენტარი?