MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე BAN2

ვისურვებდი, რომ მწვანე პასპორტების მოქმედების არეალი უფრო ფართო იყოს. ის იყოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე მოეთხოვებოდეს იქ დასაქმებულ ადამიანებს, სადაც არის კვების ობიექტები, თუნდაც მაღაზიები და ა.შ”- განაცხადა იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა პირველი არხის ეთერში.

“ვფიქრობ, ეს იქნება შემდგომი ნაბიჯი, რადგან სხვანაირად ეპიდემიაზე მწვანე პასპორტების გავლენა ისეთი თვალსაჩინო ვერ იქნება…საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ალბათ უნდა გავრცელდეს. მესმის, რომ ამას შეიძლება, ტექნიკური სირთულე ახლდეს თან. არ არის აუცილებელი, ამაზე ყველა მგზავრი იყოს შემოწმებული, უბრალოდ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ ტრანსპორტში დავუშვებთ მხოლოდ მწვანე პასპორტის მქონე მოქალაქეებს, ამიტომ, რაც უფრო სწრაფად განხორციელდება ეს, ეპიდემიოლოგურ სიტუაციას წაადგება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

თქვენი კომენტარი?