MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე BAN2

კაცი სერიოზულადაა აცდენილი რეალობას. სახელმწიფოებრივად ვაი, რა ძნელი საყურებელი და მოსასმენია! პრიმიტივიზმი, პოპულიზმი, უაზრობა, სიგოიმე, სიქაჯე, სიშლეგე, უკრიტიკობა, “მე”, “ჩემი”, “ჩემი”, “მე”! აი, ვინ თამაშობდა ადამიანების ბედისწერით!”– ასე ეხმიანება მაია ნიკოლეიშვილი, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმის განხილვა მიმდინარეობდა.

“გუანტანამოს ციხის წამების მსხვერპლებს შეადარა ყოვლად აღმატებული, საკუთარი თავი! ვაი! მრცხვენია ფსიქიატრების დუმილის გამო. ფსიქოლოგებისაც.
მერე არ აღმოჩნდეს, რომ სულით ავადმყოფი გავასამართლეთ.”– წერს მაია ნიკოლეიშვილი.

თქვენი კომენტარი?