MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე BAN2

არ ყოფილა სანდრო გირგვლიანი, არ ყოფილა 7 ნოემბერი, არ ყოფილა 26 მაისი, 15 ივნისი, 6 მაისი,  ციხის კადრები მოგონილია, არავინ უწამებიათ, არავისთვის შეულახავთ ღირსება, ვალერი გელაშვილი ქუჩის ხულიგნებს მოუკლავთ ცემით,

არავინ ჩაურეცხავთ. უამრავი სამუშაო ადგილი არსებობდა, მაგრამ 2012 -ში უცებ გაქრა. 2008 წლის ომში გავიმარჯვეთ! არ გაყიდულა სტრატეგიული ობიექტები! არ გაყიდულა საქართველოს ტერიტორიები! უბრალოდ ჩვენ გავგიჟდით და ვიდექით ქუჩაში და არ ვიცით 9 წელიწადი რას ვაპროტესტებდით”– ასე ეხმიანება მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას მის სასამართლო პროცესზე.

“ჰო, მართლა, არც 137 ახალგაზრდა არ დაუხვრიტავთ ქუჩაში, არც ციხეში არ კლავდნენ წელიწადში 150 კაცს! კასტილიანი ავადმყოფიც დაგვესიზმრა. მერე რა თუ 26 მაისს ხელ-ფეხ შეკრული ნიკუშა ჯიხურის თავზე ახტა და იქ “ დენმა დაარტყა” სამაგიეროდ ვზრუნავდით, რომ ჩვენ პრეზიდენტს ლიპოსაქცია, ბოტოქსი, გასახდომი პროცედურები, მასაჟები, ნიჭიერი შვილების სწავლის დაფინანსება და მეგობრებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა კურორტებზე “გულაობა” არ მოჰკლებოდა, დიახ ჩვენ ვზრუნავდით ამ ყველაფერზე, ჩვენი ფულით ვუქმნიდით ამ ფუფუნებას და ეს ყველაფერი ძალიან მოგვენატრა? არა ბატონო, არ მოგვენატრა! ვუყურებ სასამართლო პროცესს და ვფიქრობ, რა ბედნიერებაა, რომ ეს ქვეყნის წურბელა აღარ მართავს ჩვენს ქვეყანას”– წერს ნანა ლორთქიფანიძე.

თქვენი კომენტარი?