MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე BAN2

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია, საკმაო ხანია საჯარო სივრცეში არ გამოჩენილა და არც რაიმე განცხადება გაუკეთებია. რატომ დუმს და სად არის გიორგი გახარია? – ამ კითხვას უპასუხა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ “პალიტრანიუსი”-ს გადაცემა “360 გრადუსში” სტუმრობისას და თქვა, რომ ის ყოველდღიურ საქმიანობაშია ჩართული, თუმცა ამ ეტაპზე დუმილი ამჯობინა და მისივე თქმით ეს ნიშანდობლივია, რა დროსაც წამყვანი ჩაეკითხა, თუ რას ნიშნავდა სიტყვა “ნიშანდობლივი”, რაზეც ქემოკლიძემ უპასუხა:

“დუმილზე სულ ერთი ამერიკული გამოთქმა მახსენდება: ყოველთვის უნდა უფრთხილდე მდუმარე კაცს, როდესაც სხვები საუბრობენ, ის უყურებს, როდესაც სხვები მოქმედებენ ის გეგმავს და როდესაც სხვები ისვენებენ, ის უტევს, ამიტომ, მდუმარე ადამიანი ყოველთვის საინტერესოა. ჩვენ ვემზადებით აქტიური პოლიტიკური ცხოვრებისთვის, “ქართული ოცნების” დამარცხებისთვის, ჩვენ, ყოველთვის შეტევისთვის ვემზადებით, გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკური პროცესი გვავალდებულებს ამ შეტევების მომზადებას”– განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

თქვენი კომენტარი?