MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე BAN2

ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს:

“საბოლოოდ გამოვა, რომ სულიკო ასათიანი, ნიკა კვინტრაძე, როინ შავაძე და სხვა მრავალი ჩვენ, ქართველმა ხალხმა დავხოცეთ და არავინ დამნაშავე არ არის. კობა დავითაშვილის ჯანმრთელობაც ჩვენ შევარყიეთ.

სააკაშვილის საქმის პირველი სხდომა ისე დასრულდა, მედია განხილვებმაც ისე ჩაიარა, რომ სიტყვები “პიჯაკები” და “მასაჟი” უფრო ხშირად ისმოდა, ვიდრე რეჟიმის მსხვერპლთა გვარ-სახელები.

ქალბატონი გიული ალასანიას კომენტარები ყოველგვარ ზღვარს ცდება: საღი აზრის, სინდისის და ადეკვატურობის ზღვარს!

ყველა შვილი შვილია, ქალბატონო გიული: თქვენი შვილი, კობა დავითაშვილის , სულიკო ასათიანის, ნიკა კვინტრაძის, როინ შავაძის და სხვა მრავალთა, ვინც სააკაშვილის რეჟიმს შეეწირა. არავის არ უნდა სააკაშვილის განადგურება, ყველა სამართლიან სასამართლოს ელოდება!”- წერს ლელა გაფრინდაშვილი.

თქვენი კომენტარი?