ფოტოზე: ირმა ინაშვილი და კოტე ინაშვილი
MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე BAN2

ირმა ინაშვილი, რომლის ძმაც ორი დღის წინ ავტოავარიაში დაიღუპა. სოციალურ ქსელში პოსტს და  ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს:

“აქამდე მეგონა, რომ ვიცი, რა არის ფიზიკური ტკივილი… ვიცი, რა არის სულიერი ტკივილი… ვიცი, რა არის სულიერი და ფიზიკური ტკივილი- ერთად, მაგრამ… არაფერიც არ მცოდნია ტკივილზე- გულსა და სულში გახურებულ კოცონზე, რომელსაც ახალგაზრდა ძმის დაკარგვა ჰქვია. ახლა მეც იმათ რიგებში ვარ, ვისთვისაც ეს კოცონი აღარასდროს ჩაქრება.

უდიდეს მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს, ასეთი დიდი, ქრისტიანული, ქართული, თანადგომისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ, ულევი სიხარული და სიკეთე მოგცეთ! შემაძლებინოს ღმერთმა, რომ თქვენს უზარმაზარ თანაგრძნობას სიკეთით ვუპასუხო.”- წერს ირმა ინაშვილი.

შეგახენებთ, ირმა ინაშვილის ძმა, კოტე ინაშვილი, 2 დეკემბერს, დუშეთში, ავტოავარიაში დაიღუპა. შემთხვევის დროს ის ავტომანქანაში მარტო იყო.

კოტე ინაშვილი 49 წლის იყო, წლების განმავლობაში “ობიექტივი”-ს ეთერში მიჰყავდა გადაცემა “ხმა მიაწვდინე პატიმარს”, რომლის მეშვეობით უამრავი პატიმრის ოჯახი ერთმანეთის ხმას ეთერში დარეკვით იგებდა.

თქვენი კომენტარი?