MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე BAN2

“მშობლების საყურადღებოდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში ელექტრო სიგარეტის ახალი სახეობა, ე.წ. „ვეიპი“, ანუ  შენელებული მოქმედების ნაღმი გამოჩნდა, რომელიც მოზარდებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, შეიძლება ითქვას მისი მოხმარება, ახალგაზრდებში (არასრულწლოვნებში) ერთგვარ ტრენდად იქცა”- ამის შესახებ ორგანიზაცია “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე წერს სოციალურ ქსელში და პროდუქტის ფოტოს ავრცელებს:

“ბევრმა მშობელმა არ იცის, რომ ე.წ. ვეიპი ელექტრო სიგარეტია და არა უწყინარი გასართობი, რეალურად კი ისინი საკუთარი დუმილით და გულგრილობით, შვილების ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებენ. მოვუწოდებ მშობლებს, გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, არ მისცეთ საკუთარ შვილებს ე.წ. ვეიპის ყიდვის და მოხმარების შესაძლებლობა, რადგან ის შეიცავს ნიკოტინს, რომელიც იწვევს სიმსივნეს, შობადობასთან დაკავშირებულ გართულებებს და ა.შ. (ამის შესახებ ვეიპის შეფუთვაზე წერია, იხ.ფოტო) რაც მთავარია, ნიკოტინი იწვევს შეჩვევას, დროთა განმავლობაში მოზარდი ვეიპზე დამოკიდებული ხდება, ვეიპიდან თამბაქოს მოხმარებამდე ერთი ნაბიჯი რჩება.

ბაზარზე ვეიპის გავრცელება ფაქტობრივად შეუზღუდავად ხდება. რაც დაუშვებელია, რადგან საქმე ჩვენს მომავალ თაობას, ჩვენს შვილებს ეხება! მივმართავ შესაბამის უწყებებს, გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, მკაცრად გააკონტროლონ ვეიპის გავრცელება და მოზარდზე რეალიზების შემთხვევაში (რაც ხშირად ხდება) გქონდეთ მკაცრი რეაქცია, ობიექტი შესაბამისი თანხით დააჯარიმეთ!

განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა გააათმაგეთ, რადგან საქმე მოზარდთა ჯანმრთელობას ეხება. ასევე მივმართავ ობიექტებს, რომლებიც ვეიპის რეალიზებას ახდენენ, გამოიჩინეთ მეტი პასუხიმგებლობა და უარი თქვით ვეიპის მოზარდებში გავრცელებაზე!”- წერს დავით ჩიხელიძე.

თქვენი კომენტარი?