MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე BAN2

ინფორმაციას ავრცელებს გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოში:

“არსებულ რეგულაციებს 7 დეკემბრის 04:00 საათიდან (ლონდონის დროით) დაემატა ინგლისში გამომგზავრებამდე 48 საათით ადრე PCR ტესტის ან სწრაფი ტესტის (Lateral Flow Test) გაკეთება.

ამასთან, სრულად ვაქცინირებული პირების შემთხვევაში კვლავ სავალდებულოა:

 ინგლისში ჩამოსვლამდე PCR ტესტის დაჯავშნა და ფორმა ლოკატორის (Locator Form) შევსება;

 ინგლისში ჩამოსვლის შემდეგ არაუგვიანეს მე-2 დღის ბოლომდე, PCR ტესტის გაკეთება და უარყოფითი პასუხის მიღებამდე თვითიზოლაცია. გასათვალისწინებელია, რომ ჩამოსვლის დღე ითვლება 0 დღედ; არავაქცინირებული (ერთი ვაქცინის დოზა) პირებისთვის იგივე წესები მოქმედებს.”– აღნიშნულია ინფორმაციაში, რომლის ორიგინალი ტექსტის წაკითხვა შეგიძლიათ ოფიციალურ ვებ გვერდზე აქ:

თქვენი კომენტარი?