MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე BAN2

ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით, მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს დაესწროს პროცესს, სადაც საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავებიან.

“ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხვალ ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს.
ერთადერთი, რის გამოც აუცილებლად მინდოდა მოსვლა, იყო იმ ადამიანების გამხნევება და მხარდაჭერა, რომლებიც რამდენიმე თვეა იჩაგრებიან ჩემ გამო.
ეს ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს!”– წერია სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე, რომელიც მისი თანხმობით ქვეყნდება.

დღევანდელ პროცესზე განიხილება საქმე, რომელიც უკრაინიდან შემოსვლისას, საქართველოს საზღვრის უკანონოდ კვეთას ეხება.

 

თქვენი კომენტარი?