ბოლო ამბები
06/10/2024

სანქციებთან არ მიერთება იყო მართებული სვლა – ეკონომიკის ყოფილი მინისტრი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე (ვიდეო)

გაზიარება

ფორმალური მხრიდან რომ შევხედოთ, საქართველომ პრაქტიკულად ყველა რეზოლუციას დაუჭირა მხარი, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინაში”- განაცხადა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა “(ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში) გიორგი ქობულიამ 18 ივნისს, ტვ “პირველი”-ს ეთერში ჩართვისას.

მისი თქმით, ამერიკისთვის უფრო მეტად მოულოდნელი იყო ჩინეთის პოზიცია, რომელიც სავაჭრო პარტნიორია და რომელმაც არ დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინაში, თუმცა საქართველოსთან მიმართებით მათ უფრო მეტი მოლოდინი ჰქონდათ, რომ საქართველოს უფრო აგრესიული პოზიცია ექნებოდა რუსეთის მიმართ.

“ის, რასაც დღეს საქართველო აკეთებს, რა თქმა უნდა მოიაზრება შედარებით ნეიტრალურად, ვიდრე ის შეიძლებოდა ყოფილიყო.

მისივე თქმით, მართებულია საქართველოს პოზიცია, რომ არ მიუერთდა დასავლურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რაც განპირობებულია საქართველოს ეკონომიკის ზრდით, თუმცა ქობულია ურჩევს მმართველ პარტიას, რომ ამის ხაზგასმას ნუ მოახდენს და გარკვევით აუხსნას დასავლეთს ის მიზეზები, თუ რატომ ამბობს უარს სანქციებზე.

“სანქციებთან არ მიერთება, ჩემი გადმოსახედიდან, იყო ალბათ მართებული სვლა, მაგრამ ამის აქცენტირება და ხაზგასმა ალბათ ნაკლებად არის საჭირო.

ჩემი მეგობრული რჩევა იქნებოდა, რომ “ქართულმა ოცნებამ უკეთესად აუხსნას დასავლელ პარტნიორებს, თუ რატომ არ უერთდება საქართველო დასავლურ სანქციებს, რატომ დათანხმდნენ რეისების აღდგენაზე.

საქართველოს ეს რეალურად სჭირდება მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა იზრდებოდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ მაინც ვრჩებით ძალიან ღარიბ ქვეყნად. ჩვენ რომ უარი ვთქვათ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობაზე, ეს უფრო მეტად გამოიწვევს ჩვენ გაღატაკებას და ამას ვერ დავუშვებთ”- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

სხვა ამბების წაკითხვა