MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე BAN2

მიხეილ სააკაშვილი 13 იანვარს, მის სასამართლო პროცესს დაესწრება. ამის შესახებ მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც გამოეხმაურა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

“ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა თითიდან გამოწოვილი საქმით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის დაპატიმრება. რა თქმა უნდა, მათ გამოიტანეს სრულიად ფეიკ განაჩენი. როგორც ყოველთვის, მე მომეწონა როგორ ღირსეულად ეჭირათ მთელი ეს დრო თავი “განსასჯელებს” და ასევე, ვატო წერეთელს. ერთი წუთით არ დატყობიათ შიში და ყოყმანი.

მას შემდეგ, რაც ჩემ საკითხზე გამოტანილი ობიექტური გადაწყვეტილების შემდეგ გააუქმეს კანონით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, გუშინ, საქალაქო “სასამართლომ”, გააუქმა ასევე მათი გადაწყვეტილება ჩემ საქმეზე. “მელამ საკუთარი კუდი დაიმოწმაო” – ასეა ზუსტად ამ “მთავრობის” და მისი სასამართლოს საქმე. ხვალ, მე მივალ “სასამართლოზე” და ვიტყვი ჩემს სათქმელს. შევხვდებით 13-ში, 13:00 საათზე.”– წერს სააკაშვილი.

თქვენი კომენტარი?