ბოლო ამბები
17/01/2025

კი, ოპოზიციურ ტელემედიას დიდი ბოდიში აქვს მოსახდელი ქართველი ხალხისთვის იმ ყალბ დრამებზე, რასაც სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო დგამდა

გაზიარება

იაგოს და ჯანგირაშვილის დიალოგი ვნახე. კი, ოპოზიციურ ტელემედიას დიდი ბოდიში აქვს მოსახდელი ქართველი ხალხისთვის იმ ყალბ დრამებზე, რასაც სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო დგამდა.”- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქში.

“ოპოზიციური ტელემედია, ნაცვლად საჯარო ინტერესის სამსახურისა და სიმართლის დადგენისა, სააკაშვილის პროპაგანდას ავრცელებდა და საზოგადოების მანიპულირებას ცდილობდა.

მე მოხარული ვარ, რომ ეს მცდელობა კრახით დასრულდა – ეს მნიშვნელოვანია საზოგადოების გაჯანსაღებისთვის.

(რომ გამოიძიოთ, დაინახავთ რომ ეს სიყალბე სულ აღებ-მიცემობის შედეგი იყო.
მაგალითად მე, გვარამია მთავაზობდა რომ ტაბულას რეკლამას იმ შემთხვევაში გაყიდდა რუსთავი ორის სეილს ჰაუსი და ჩემს კუთვნილს მომცემდა – თუ მიშას კრიტიკას შევწყვეტდი (შევწყვიტე არა ფეხი).

ეს იცოდა მაგალითად ფორმულა კრეატივმა – და მშვიდად ეგუებოდა შანტაჟს, არ იძახდა რომ ეს არასწორია და ასეთ უმსგავსობას არ შეეგუება, არაპრაგმატულად თვლიდნენ სწორად მოქცევას – ასეთი “პრაგმატულობით” ჩაძირეს ქვეყანა სიყალბის”– წერს ჩერგოლეიშვილი.

ამ თემაზე:

ქართველ ხალხს რამეზე ბოდიში მოუხადეთ? – მწვავე კამათი ნინო ჯანგირაშვილსა და იაგო ხვიჩიას შორის (ვიდეო)

 

სხვა ამბების წაკითხვა