MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე BAN2

რეალურად დღეს ჩვენ ვადევნებთ თვალს მიხეილ სააკაშვილის შექმნილი პარტიის ნიკა მელიას მიერ ბანალურ მიტაცებას, რომელიც ცხადია ხანგრძლივი პროცესია და ის დღეს არ დაწყებულა”- ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი, მაია ორჯონიკიძე წერს, რომელმაც პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება, ნიკა მელიას გამო მიიღო და მიიჩნევს, რომ ის, ცდილობს, მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებული პარტიის მიტაცებას.

“დღეს ეს პროცესი უბრალოდ საბოლოოდ ფორმდება და ამის დაგვირგვინება იყო ნიკა მელიას ბოლო ინტერვიუ! ანუ ის,რაც ვერ შეძლო 2016 წელს გიგა ბოკერიამ, წარმატებით შეასრულა ნიკა მელიამ! და კვლავ აქტუალურია ბოკერიას დევიზი: მიშას ხმები (სკამები,თანამდებობები) მიშას გარეშე!

ვიცი, არიან გულწრფელი პატრიოტები,რომლებსაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე თავში ჩაუჭედეს მანტრა-“ახლა ამის დრო არ არის”,” ამით მხოლოდ ქოცების წისქვილზე დავასხამთ წყალს” და მსგავსი ბოლი. ფაქტია,რომ ბოლო წლები ხმას მართლაც არავინ იღებდა და რაო-ამით დასუსტდა ბიძინას რეჟიმი თუ პირიქით,გაძლიერდა?!

გაჭრა სიცრუეზე თვალის დახუჭვის ტაქტიკამ,თუ პირიქით?! ამიტომ მაფიის “ომერტას” კანონი მართალ საზოგადოებაში ვერ იმუშავებს,ისევე როგორც დიდ და მართალ საქმეს მხოლოდ სიმართლითა და სუფთა ხელებით უნდა ემსახურო,რასაც შეუმცდარად გრძნობენ წესიერი და პრინციპული ადამიანები,რომელთაც სამშობლოზე მაღალი პრიორიტეტები არ გააჩნიათ.

დიახ,დღეს ყველა კმაყოფილია- ბიძინას რეჟიმი, ნებისმიერი ჯურის პარტიები, დაზარალებულ-მოტყუებული დარჩა მხოლოდ საქართველო, მისი ხალხი და მისი მესამე პრეზიდენტი.

დიახ,ივანაშვილის ბინძური რუსული რეჟიმი დიდი ხნის დამარცხებული გვეყოლებოდა,ჩვენი ციხე მუდმივად შიგნიდან რომ არ ტყდებოდეს! კოლექტიური სინდისი,რომელიც ყველა ფარისევლურ პირობითობაზე უარს გათქმევინებს და იმის ძალას მოგცემს,რომ ხმამაღლა დაიძახო-მეფე შიშველია! მით უფრო მაშინ, როცა ის სინამდვილეში მეფეც არ არის-უბრალოდ ძალიან უნდა მეფობა.

P.S. – მიშა, გაიღვიძე და დაარქვი ყველაფერს თავისი სახელი! სხვანაირად არავინაა შენი ციხიდან გამომყვანი-ყველა ჯანმრთელი ძალა იბლოკება! პირადად მე უკვე ორი წელია რაც ოპო-ტელეარხების უმრავლესობას შავ სიაში ვყავარ და აღარ მიწვევს, ალბათ ძნელი მისახვედრი არაა-ვისი მითითებით ‘– წერს მაია ორჯონიკიძე, რომლის შემდეგ მან პარტიის დატოვების შესახებაც განაცხადა.

“მე გავდივარ “ნაციონალური მოძრაობიდან” და მხოლოდ მას შემდეგ დავბრუნდები,როცა მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება და ენმ გახდება სამაგალითო შიდა დემოკრატიის მქონე პარტია. Adios!”– დაწერა ორჯონიკიძემ.

თქვენი კომენტარი?